მთვარისა
понедельник, 2 марта 2020 г.
среда, 11 мая 2016 г.
გაკვეთილის გეგმა: გოდერძი ჩეხოლი."ფშაველი გამახარე"
გაკვეთილის გეგმა
1.საგნი;
მასწავლებლის სახელი
და გვარი.
|
ქართული ენა და ლიტერატურა;
მთვარისა კიკვაძე
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.სწავლების საფეხური და კლასი.
|
დაწყებითი:
Vკლასი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.მოსწავლეთა რაოდენობა
|
20
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე
მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
0
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.გაკვეთილის თემა;
დრო
|
სამშბლო მთების სიყვარული და სულის სიდიადე
(გოდერძი ჩოხელის „ფშაველი გმახარე“ )
45წთ.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები.
|
.გაგება-გააზრების სტრატეგიებისა და გრაფიკული სქემების
გამოყენებით ტექსტის ანალიტიკური ანალიზი, კრიტიკული შეფასება;
.სხვადასხვა დანიშნულების წერითი ნამუშევრის შექმნა.
.თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
ცოდნა, უნარები,
დამოკიდებულებები:
მოსწვლეები გაიაქტიურებენ წასაკითხ ტექსტთან დაკავშირებით
არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას, შეადგენენ ასოციაციურ რუკას, ჩამოაყალიბებენ მოლოდინს; წაიკითხავენ ტექსტს გაწაფული კითხვის, ტექნიკის
სრულყოფის მიზნით; გამოიყენებენ მართული კითხვის სტრატეგიებს: სათაურისა და ილუსტრაციების
მიხედვით ვარაუდების გამოთქმა, პაუზებით კითხვა; დაახასიათებენ პერსონაჟს, იმსჯელებენ
არგუმენტირებულად, გაავლებენ პარალელებს, გამოიტანენ დასკვნას, გამართავენ დისკუსიას,
გამოხატავენ მწერლის მთავარი სათქმელის მიმართ საკუთარ პოზიციასა და დამოკიდებულებას;
გამოიყენებენ გრაფიკულ სქემებს, გაიმდიდრებენ ლექსიკას, ამოიცნობენ ტექსტის ტიპს,
მხატვრულ ენობრივ მახასიათებლებს, შეასრულებენ წერით დავალებებს, განივითარებენ თანამშრომლობით
უნარ-ჩვევებს.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
7.ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი (შედეგები და
ინდიკატორები)
|
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქ.V.1.4.
მოსწავლე ავლენს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური
შეფასების საწყის უნარს.
.ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს; .მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთხარ დამოკიდებულებას ამათუ იმ პერსონაჟთან დაკავშირებით;
.ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო
ადგილებს ტექსტიდან.
მიმართულება:კითხვა
ქ.V .2.2.
მოსწავლე ავლენს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის
საწყის უნარს.
.ავლებს პარალელს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან;
.აფასებს ნწრმოებში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა
პერსონაჟის პოზიციიდან;
.ამოიცნობს და ასახელებს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს.
ქ.V.2.3.
ამოიცნობს ტექსტის ენობრივ თავისებურებებს.
ქ.V.2.4.
მოსწავლე იყენებს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას.
მიმართულება:წერა
ქ.V.3.2.
მოსწავლე განსზღვრავს წერითი დავალების ამოცანას და
ირჩევს შესაბამის სტილს;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
8.გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები/სწავლების სტრატეგიები.
|
ასოციაციური რუკა , სათაურისა და ილუსტრციების მიხედვით
ვარაუდების გამოთქმა, პაუზებით კითხვა/ვარაუდების სქემა, გაწაფული კითხვის აქტივობა,
დისკუსია, ვიზუალური სქემების შევსება: სიტყვის/ცნების რუკა (ვარიანტი 4, მოდიფიცირებული
სახით), პერსონაჟის რუკა (ვარიანტი 1), პარალელების გავლება/კავშირების დამყარება,
ერთსიტყვიანი რეზიუმე, გამოხმაურება წაკითხულ
ტექსტზე, აქტივობის ბარათები, პოსტერები.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
9.მუშაობის ფორმები.
|
მთელი კლასი, ჯგუფური, ინდივიდუალური.
დაჯგუფების პრინციპები:
საკლასო განმავითარებელი შეფასების შედეგები და საშინაო
დავალების ანალიზი (ერთდონიანი ჯგუფები-მაღალი, საშუალო ან დაბალი მოსწრების მქონე
მოსწვლეები და შერეული ჯგუფები).
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
I ფაზა-წაკითხვამდე
აქტივობა 1. მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესის სტიმულირება და ტექსტთან მუშაობისათვის. დრო: 3 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით აჩვენებს ფშავის
მთების ხედებსა და ფილმ „ლუკას სახარების“ ფინალს, რომელშიც მთების ლამაზი სურათია
მოცემული;
გააქტიურებს წინარე ცოდნასა და გამოცდილებას. მოსწავლეთა
პასუხების გათვალისწინებით შეადგენს ასოციაციურ რუკას:
აქტოვობა 2. მოსწავლეთა მოლოდინის ჩამოყალითება;
თემისა და მიზნის გაცნობა;
შეფასების კრიტერიუმების
წარდგენა;
დრო: 2 წთ.
აქტივობა 3. წასაკითხი ტექსტის მიმოხილვა;
მოსწავლეთა გამოწვევა: რა
ვიცით გოდერძი ჩოხელის შესახებ (სურათის ჩვენება, რუკაზე ფშავის მდებარეობის მოხაზ-
ვა).
დრო: 2წთ.
აქტივობა 4. ლექსიკური მუშაობა;
დრო:1 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს ამუშავებს მნიშვნელოვან
და რთულ ლექსიკურ ერთეულებზე (სულის მზე, ტივლები, თავპირჩამოშლილები, საფარტენესავით
ჰკიდია...), რომლებსაც ტექსტში შეხვდებიან.
აქტივობა 5. კითხვის სტრატეგიების შეხსენება.
დრო: 2 წთ.
მასწავლებელი
მოსწავლეებს გაახსენებინებს კითხვის სტრატეგიებს. სთხოვს გადაათვალიერონ ტექსტი და
ილუსტრციებზე და სატაურზე დაყრდნობით გამოთქვან ვარაუდი რის შესახებ იქნება მოთხრობილი
ტექსტში. შემდეგ შეახსენებს გაკვეთილზე გამოსაყენებელ კითხვის სტრატეგიას-პაუზებით
კითხვა და ვარაუდების გამოთქმა.
II ფაზა-კითხვის
დროს.
აქტივობა 6. ტექსტთან მუშაობა.
დრო: 15 წთ.
მასწავლებელი ტექსტს ყოფს მონკვეთებად. იყენებს სქემას:
პაუზებით კითხვა/ვარაუდების
გამოთქმა
გაწაფული კითხვის ტექნიკის სრულყოფის მიზნით მასწავლებელი
მოსწავლეებს აკითხებს მონაკვეთებს და ყურდღებას ამახვილებინებს სიზუსტეზე, სიჩქარესა
და გამომსახველობით წკითხვაზე. თითოეულ მონაკვეთს აანალიზებენ ცალცალკე, ბოლოს შეაჯამებენ
ტექსტს.
I მონაკვეთი-ტექსტი დასაწყისიდან ვიდრე „გუდებს უფრო ახლოს აწყობს ერთმანეთთან“.
მოსწავლეთა პასუხების გათვალისწინებით მსწავლებელი
შეავსებს სქემის მეორე და მესამე სვეტს, შემდეგ სვამს საანალიზო კითხვებს (პოსტერი:
დაუსვი კითხვები შენს თავს):
-ვინ არის გამახარე, საიდანაა იგი?
-სად ხდება მოქმედება?
-რა მიზნით ჩამოვიდა ქალაქში გამახარე?
-პირველი მონაკვეთის მიხედვით როგორ დაახასიათებთ
გამახარეს, რა თვისებები გამოიკვეთა? პასუხი დაასაბუთე.
-ჩანს თუ არა ტექსტში ოჯახისა და გამახარეს ურთიერთდამოკიდებულება?
IIმონეკვეთი:
“გუდებს უფრო ახლოს აწყობს ერთმანეთთან“ ვიდრე „პასუხს აღარავინ აძლევს“.
ივსება
სვეტი-რა მოხდა სინამდვილეში? შემდეგ მოსწავლეები კვლავ გამოთქვამენ ვარაუდს, რა
მოხდება შემდეგ და ასაბუთებენ, რტომ ფიქრობენ ასე.
მასწავლებელი კლასს უსვამს შეკითხვებს:
- როგორ იცვლება გამახარე და რას დაასკვნი აქედან?
-როგორია მისი ემოცია?
-რატომ წყევლის თავს?
-როგორ მოახერხეს ყაჩაღებმა გამახარეს დხლიდან გატყუება?
III მონაკვეთი:
ტექსტი ბოლომდე.
ივსება სვეტი რა მოხდა სინამდვილეში. მასწავლებელი
სვამს კითხვებს:
-რა ემოციებს ამჟღავნებს გამახარე?
-რაზე მეტყველებს გამახარეს ნათქვამი: „კიდევ კარგი
რომ დგანან“.
-გააკეთეთ დასკვნა, რა არის მისთვის მთავარი.
-როგორ ფიქრობთ რა ფუნქცია, რა როლი აკისრიათ ტექსტში
ყაჩაღებს? მათი რომელი თვისებებია მიუღებელი, დასაგმობი?
-რა არის ავტორის მთავარი სათქმელი?
-როგორია თქვენი დმოკიდებულება პერსონაჟის მიმართ,ავტორის
სათქმელის მიართ.
მასწავლებელი
იყენებს პოსტერს დაუკავშირე და მეთოდს გაავლე პარალელი:
1.რა საერთო გაქვს პერსონაჟთან, რას გაიხსენებ შენი
ცხოვრებიდან?
2.ხომ არ გაგახსენათ პერსონაჟმა ვინმე?
3.რა გახსენდება სხვა ტექსტებიდან? გაავლე პარალელი.
4.რა გახსენდება გარე სამყაროდან, რეალური მოვლენებიდან?
მასწავლებელი
მოსწავლეებს ამუშავებს ტექსტის მხატვრულ-ენობრივ მხარეზე. სვამს კითხვებს:
-რა ტიპის ტექსტი წავიკითხეთ?
-რომელი ნიშნებით მიხვდით ამას?
-რომელი მხატვრული ხერხები გვხვდება ტექსტში? დაასახელეთ
მაგალითები.
-მოძებნეთ არალიტერატურული ფშავური კილოს ფორმები.
-როგორ ფორმდება (იწერება) დიალოგი?
- შინაარსის მიხედვით რა და რა სახის წინადადებაა გამოყენებული ტექსტში?
-დააკვირდით რთულ სიტყვებსა და მათ მარტლწერას. დაასახელეთ
ტექსტიდან მაგალითები.
-თქვენ შედგენილი გაქვთ ლექსიკონები. მათში შესატანად
რომელ ახალ და საინტერესო სიტყვებს ან ფრაზებს აირჩევდით ტექსტიდან?
აქტივობა 6. ერთსიტყვიანი რეზიუმე
დრო: 1წთ.
მოსწავლეები შეჯამების მიზნით ასახელებენ სიტყვებს,
მასწავლებელი დაფაზე წერს მათ. აირჩევენ იმას, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს
მწერლის სათქმელს.
აქტივობა 7. ცოდნის ტრანსფერი: სხვადასხვა სახის წერითი
დავალების შესრულება.
დრო: 5 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ოთხ-ხუთკაციან ჯგუფებად
დონეების მიხედვთ და აძლევს აქტივობის დიფერენცირებულ დავალებებს აქტივობის ბარათების
გამოყენებით, აკეთებს სათანადო ინსტრუქტაჟს.
I ჯგუფი.
უნარები: გაგება-გააზრება, წერა.
აქტივობის ბარათი-ავტორმა თქვა: მე ვამბობ. ცხრილის
პირველ სვეტში ამოწერეთ ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მეორე სვეტში ახსენი
როგორ გესმის.
II ჯგუფი.
უნარები: მიხვედრა, დასკვნების გამოტანა, წერა.
აქტივობის ბარათი-პერსონაჟის რუკა 1.
III ჯგუფი.
უნარები: გაგება-გააზრება, კრიტიკული შეფასება, წერა.
მისწერე წერილი პერსონაჟს ესაუბრე მისი ქმედებების,
ფიქრებისა და გრძნობების შესახებ.
VI ჯგუფი.
უნარები: ლექსიკური მარაგი, წერა.
აქტივობის ბართი-სიტყვის/ცნების რუკა.
V ჯგუფი.
უნარები: ლექსიკური მარგი, წერა.
აქტივობის ბარათი-დახატე რვეულში მზე. მზის გულში
ჩაწერე სიტყვა „მთა“.
აქტივობა 8. პრეზენტაცია
დრო: 5-6 წთ
აქტივობა 9. მინი დისკუსია თემაზე: „სამშობლო განა
მარტო ლამაზი მთებია? „
დრო: 2-3 წუთი.
აქტივობა 10. 3-წუთიანი წერა: გამოხმაურება წაკითხულ
ტექსტზე.
დრო: 3 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს აქტივობის ბარათებს-გამოხმაურება
წაითხულ ტექსტზე.
მოსწავლეები ინდივიდუალურად წერენ თავიანთ შთაბეჭდილებას
მოთხრობის შესახებ.
აქტივობა 11. პრეზენტაცია
დრო: 2წთ.
2-3 მოსწავლე კითხულობს დაწერილ შთაბეჭდილებას (დანარჩენების
ნაწერს მასწავლებელი ჩაიბარებს და შემდნეი გაკვეთილისთვის შეაფასებს.).
აქტივობა 12. საშინაო დავალების მიცემა
დრო: 1 წთ.
.მოიძიონ ინფორმაცია გოდერძი ჩოხელის შესახებ
.ინტერვიუ პერსონაჟთან (შენი საყვარელი მოთხრობიდან
შეარჩიე ერთ-ერთი პერსონაჟი, მოამზადე მასთან ინტერვიუ. ჩამოაყალიბე შეკითხვები და
დაწერე პერსონაჟის პასუხები, რომლებიც შენი აზრით, შეესაბამება მის მოქმედებას.).
აქტივობა 13.
დრო: 1 წთ.
მოსწავლეები შეფასდებიან როგორც განმავითარებელი ასევე
მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასებით.
აქტივობა 14.
დრო: 1 წთ.
გაკვეთილი დასრულდება ხალხური სიმღერის მოსმენით
( „მთაზე ავალ და დავძახებ, სიმღერს ომახიანსა, არ ვაქელვინებ სამშობლოს ჩემსა მტერს
ოხერტიალსა“... ), რომელსც ფანდურზე შეასრულებს მოსწავლე (ფონი: ფილმი „ამბავი ივანე
კოტორაშვილისა“ - ფინალი).
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
11.რესურსები.
|
ტექსტი: გოდერძი ჩოხელი. „ფშაველი გამახარე“.
კლასი V
კითხვის დონე -5.1
ტექსტის ტიპი-მხატვრული (თხრობითი)
სასწვლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვისა
და წერის სწავლება დაწყებიტ საფეხურზე“.
ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები.
ინტერნეტრესურსები: ვიკიპედია-გოდერძი ჩოხელის ბიოგრფია.
Google.com-ფშავის მთების სურათები.
Youtube.com-ფილმი „ლუკას სახარება” და „ამბავი ივანე კოტორაშვილისა“.
|
შეფასების სქემა
1.ქულა და კრიტერიუმი
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
დავალების მიზნის გცნობიერება და მომზადებული მასალის შესაბამისობა.
|
მიზანი არ აქვს გაცნობიერებული, მასალა არ აქვს მომზადებული.
|
მიზანი კარგად არ აქვს გააზრებული, მასალა შეუსაბამო და მწირია.
|
მიზანი არასრულყოფილად აქვს გააზრებული, შედარებით მწირი და
არასაკმარისი მასალა აქვს მომზადებული.
|
მიზანი აქვს გაცნობიერებული, მასალა კარგად აქვს მომზადებული და
სატანადოდ იყენებს.
|
მიზანი კარგად აქვს გაცნობიერებული, მომზადებული აქვს
მრავალფეროვანი მასალა.
|
თეზისის გამყარება არგუმენტებით
|
არ ააქვს არგუმენტები
|
აქვს ერთი ან ორი არგუმენტი, მაგრამ ისინი ვერ ამყარებენ თეზისს.
|
არგუმენტები მოჰყავს მაგრამ ვერ ამყარებენ თეზისს.
|
არგუმენტები ამყარებენ თეზისს, მაგრამ აკლია დამაჯერებლობა.
|
არგუმენტები ამყარებენ თეზის და მსჯელობა დამაჯერებელია.
|
ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გამოვლენა
|
საერთოდ ვერ ავლენს.
|
მხოლოდ სხვათა მოსაზრებებს იმეორებს.
|
აზროვნება ტრაფარეტულია.
|
აანალიზებს ტექსტს მოდულის მიხედვით.
|
ტექსტის ანალიზისას ავლენს დამოუკიდებელი აზროვნების,
ინტერპრეტაციის უნარს.
|
შემოქმედებითობა.
|
ვერ ავლენს.
|
ნაკლებად ავლენს.
|
ავლენს შემოქმედებით უნარს მხოლოდ შედარებით იშვიათად.
|
ხშირად ავლენს შემოქმედებით უნარს.
|
შემოქმედებითია, აქვს პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ვერსიები.
|
მეტყველების კულტურა და ენობრივ-გრამატიკული ნორმების დაცვა.
|
ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულს წესებს, თუმცა უჭირს
გაამრთულად საუბარი.
|
იცავს მარლთმეტყველების წერსებს, მაგრამ გამართულად ვერ საუბრობს.
|
მეტყველებს გამართულად, იყენებს მართებულ ენობრივ -გრამატიკულ
ფორმებს.
|
გამართულად მეტყველებს. შემოქმედებითად იყენებს ლექსიკასა და
ენობრივ საშუალებებს.
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)