суббота, 9 апреля 2016 г.

გაკვეთილი: საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტზე ( საოცარი პირამიდები)

                                       გაკვეთილის გეგმა
1.გაკვეთილის თემა.
საოცარი პირამიდები
(საიმფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტი.)
2.სწავლების საფეხური და კლასი.
დაწყებითი;
V კლასი.
3.საგანი;
მასწავლებლის სახელი და გვარი.
ქართული ენა და ლიტერატურა.
მთვარისა კიკვაძე.
4.მოსწავლეთა რაოდენობა.
22.
5.განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწაველთა რაოდენობა და პროფილი.
2 მოსწავლე ბოშაა; კარგად ვერ ფლობენ ქართულ ენას. ესაჭიროებათ გამარტივებულ ტექსტზე მუშაობა, მარტივი კითხვების დასმა და განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მათთვის უცნობ და გაუგებარ სიტყვებზე(მათი მნიშვნელობის დასწავლა, წარმოთქმა, დაწერა და წინადადებაში გამოყენება).
6.გაკვეთილის სასწავლო მიზანი.
.მოსწავლეებმა მოახერხონ ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზება ცნების რუკის გამოყენებით.
.შეძლონ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება მონიშვნებით;
.გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;
.მიღებული ინფორმაცია და ცოდნა გამოიყენონ ზეპირ და წერით აქტივობებში;
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები.
მიმართულება: ზეპირმეტყველება.

ქართ.V.1.1.მოსწავლე აცლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
.ისმენს სხვადასხვა ხასათის საინფორმაციო ტექსტებს და განარჩევს მათში ფაქტებსა და დამოკიდებულებებს;

.მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად სვამს კითხვებს;

ქართ.V.2.1.მოსწავლე გააზრებულად კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.
.ამოიცნობს სტატიის მთავარ თემას;
.წაკითხულის უკეთ გააზრებს მიზნით სვამს კითხვებს;
ქართ.V.2.4.მოსწაველ იყენებს კითხვის სხვადასხვა სტრტეგიას.
მიმართულება, წერა:
ქართ.V.3.1. მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.
.წერისას აქცენტებს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე.
ქართ.V.3.3.მოსწავლე მართებულად იყენებს გრამატიკულ წესებს და იცავს მართლწერის ნორმებს.

8.გამოყენებული მეთოდები.
.ჩამოთვლა, დაწყვილება-გააზრება;
.ცნებების რუკა;
.ტექსტების წაკითხვა მინიშვნებით;
.3-2-1.
9.მუშაობის ფორმა.
მთელი კლასი, წყვილები, ინდივიდუალური.
10.რესურსი.
G-PRIED-ის სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული; (კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე); მოსწავლის წიგნი-საოცარი პირამიდები-ავტორთა ჯგუფი.
(კლასიV, კითხვის დონე-წ.2.
ტექსტის ტიპი-საინფორმაციო-შემეცნებითი;
შემდგენელი-ნენსი პარლსი)
ინტერნეტ რესურსები: ვიდეოფილმი სამფაზიანი გაკვეთილის შესახებ; ვიკიპედია-სლაიდ შოუ პირმიდებზე და დოკუმენტური ფილმი-„პირამიდები“ (ქართულ ენაზე).
თვალსაჩინოება-ფიგურა პირამიდა.
11.შეფასება.
1.განმავითარებელი შეფასების ფორმები: გრაფიკული სქემები, ჩამოთვლა, დაწყვილება-გაზიარება, პოსტერები, შეკითხვების დასმა, 3-2-1, პრეზენტაციის შეფასება.
12.აქტივობების თანამიმდევრობა და დრო.
აქტივობა 1.
დრო: 2 წთ.
კითხვის მოტივაციისა და თემისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით ვიდეო-სლაიდების ჩვენება პირამიდებზე. კითხვების დასმა: რას ხედავთ სურათზე? გსმენიათ პირამიდების შესახებ? საიდან? როგორ ფიქრობთ რა თემაზე გვექნება დღეს საუბარი, როგორია თქვენი მოლოდინი?
 მოლოდინის განსაზღვრა
მოლოდინი : 


აქტივობა.2.
დრო: 1წთ-2წთ.
მასწავლებლის მიერ გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა; წასაკითხი წიგნის მიმოხილვა; მოსწავლეთა პასუხები თუ რა განსხვავებაა საინფორმაციო შემეცნებითსა და მხატვრულ ტექსტებს შორის.
აქტივობა 3.
დრო: 3წთ.
მოსწავლეები ააქტიურებენ თავიანთ ცოდნას. ბარათებზე წერენ, რა იციან პირამიდის შესახებ, დაუკავშირებენ შესასწავლ საკითხს თავიანთ გამოცდილებასთან.
აქტივობა 4.
დრო:2წთ.
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას.
აქტივობა 5.
დრო: 6-7 წთ.
პრეზენტაცია.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ნუ გაიმეორებენ ერთსა და იმავე ვარაუდს, ჩამოთვალონ ყველა განსხვავებული მოსაზრება. 
  პედაგოგი დაფაზე წერს ყველა პასუხს.
  აქტივობა 6.
დრო: 6-7წთ.
მასწავლებელი მოსწავლეთა აქტიურობით და ჩართულობით აკეთებს მოდელირებას, თუ როგორ ხდება ქაოსური მასალის დალაგება, ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზება, ცნების რუკის შედგენა.

პირამიდა


მდებარეობა

ფორმა,აგებულება.

ეგვიპტეშია...
...

მთასავითაა..
 










დანიშნულება

ფარაონებს კრძალავდნენ..მოთავ-სებულია სარკოფაგეები..

და სხვა..

მშენებლები
 










აქტივობა.7.
დრო: 7-8წთ.
მასწავლებელი ურიგებს ტექსტებს მოსწავლეებს და   სთხოვს გადაათვალიერონ იგი. შემდეგ აცნობს უცნობ სიტყვებს, ფორმატზე დაწერილს (არტეფაქტი, პანდუსი, სარკოფაგი, ბოჭკოვანი ზონარი..). შეახსენებს კითხვის სტრტეგიას: მონიშვნებით კითხვა (მაგ: v-ნაცნობი ინფორმაცია, - - გაუგებარი, !-საინტერესოა). მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად. მასწავლებელი ყურადღებას აქცევს მათ მუშაობას, ინიშნავს და საჭიროების დროს ეხმარება.
აქტივობა. 8.
დრო: 8წთ.
ცნების რუკის დაზუსტება.
მასწავლებელი აუხსნის ან აახსნევინებს სხვა მოსწავლეს გაუგებარ ადგილს (მაგ: რა არის მასტაბა?..) შემდეგ მონაკვეთების მიხედვით მოსწავლეები გამოყოფენ მთავარ აზრს, ავსებენ და აზუსტებენ ცნების რუკას.
აქტივობა.9.
დრო: 1 წთ.
შეჯამება.
სლაიდების ჩვენება.
მოსწავლეები აჯამებენ, რა ისწავლეს და როგორ.
რუკაზე აჩვენებენ ეგვიპტეს, მდინარე ნილოსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს.
გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას, ემოციებსა და სურვილს.
აქტივობა. 10.
დრო: 3 წთ.
3-2-1
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას-აქტივობის ბარათზე დაწერონ 3 რამ, რაც ახალი იყო; 2 რამ  რამაც დააინტერესათ;
1 შეკითხვა, რომელიც გაუჩნდათ ტექსტის წაკითხვის შედეგად.
  მასწავლებელი 2-3 მოსწავლეს აკითხებს შესრულებულ დავალებას (2წთ).
 აქტივობა.11.
დრო: 1წთ.
შეფასება (განმავითარებელი, შემაჯამებელი) და საშინაო დავალება-მოიძიონ და წერილობით გასცენ პასუხი იმ შეკითხვებზე, რომელიც გაუჩნდათ ტექსტის წაკითხვის შედეგად.
დასასრულს ნაწყვეტის ჩვენება დაპირებული ფილმიდან-„პირამიდები“ (1წთ.)




                                           





                                                   შეფასების სქემა
                              კრიტერიუმი
ქულა
საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გამოვლენა.
ვერ ავლენს
1-2
ნაკლებად ავლენს
3-4
სხვათა მოსაზრებებს იმეორებს.
5-6
გაიაზრებს ტექსტს მოდულის მიხედვით.
7-8
ავლენს ტექსტის დამოუკიდებლად გაგება-გააზრების უნარს. იყენებს კითხვის სტრტეგიებს.
9-10