გაკვეთილის
გეგმა
1.გაკვეთილის თემა.
|
საოცარი პირამიდები
(საიმფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტი.) |
||||||||||||
2.სწავლების საფეხური და კლასი.
|
დაწყებითი;
V კლასი.
|
||||||||||||
3.საგანი;
მასწავლებლის სახელი და გვარი.
|
ქართული ენა და ლიტერატურა.
მთვარისა კიკვაძე.
|
||||||||||||
4.მოსწავლეთა რაოდენობა.
|
22.
|
||||||||||||
5.განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე
მოსწაველთა რაოდენობა და პროფილი.
|
2 მოსწავლე ბოშაა; კარგად ვერ ფლობენ ქართულ ენას.
ესაჭიროებათ გამარტივებულ ტექსტზე მუშაობა, მარტივი კითხვების დასმა და განსაკუთრებული
ყურადღების გამახვილება მათთვის უცნობ და გაუგებარ სიტყვებზე(მათი მნიშვნელობის დასწავლა,
წარმოთქმა, დაწერა და წინადადებაში გამოყენება).
|
||||||||||||
6.გაკვეთილის სასწავლო მიზანი.
|
.მოსწავლეებმა მოახერხონ ინფორმაციის კლასიფიკაცია
და კატეგორიზება ცნების რუკის გამოყენებით.
.შეძლონ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება მონიშვნებით;
.გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;
.მიღებული ინფორმაცია და ცოდნა გამოიყენონ ზეპირ და
წერით აქტივობებში;
|
||||||||||||
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი და ინდიკატორები.
|
მიმართულება: ზეპირმეტყველება.
ქართ.V.1.1.მოსწავლე აცლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების
მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
.ისმენს სხვადასხვა ხასათის საინფორმაციო ტექსტებს და განარჩევს მათში ფაქტებსა და დამოკიდებულებებს; .მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად სვამს კითხვებს;
ქართ.V.2.1.მოსწავლე
გააზრებულად კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.
.ამოიცნობს სტატიის მთავარ თემას;
.წაკითხულის უკეთ გააზრებს მიზნით სვამს კითხვებს;
ქართ.V.2.4.მოსწაველ იყენებს კითხვის სხვადასხვა სტრტეგიას.
მიმართულება, წერა:
ქართ.V.3.1. მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის სხვადასხვა
ტიპის ტექსტებს.
.წერისას აქცენტებს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე. ქართ.V.3.3.მოსწავლე მართებულად იყენებს გრამატიკულ წესებს და იცავს მართლწერის ნორმებს. |
||||||||||||
8.გამოყენებული მეთოდები.
|
.ჩამოთვლა, დაწყვილება-გააზრება;
.ცნებების რუკა;
.ტექსტების წაკითხვა მინიშვნებით;
.3-2-1. |
||||||||||||
9.მუშაობის ფორმა.
|
მთელი კლასი, წყვილები, ინდივიდუალური.
|
||||||||||||
10.რესურსი.
|
G-PRIED-ის
სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული; (კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით
საფეხურზე); მოსწავლის წიგნი-საოცარი პირამიდები-ავტორთა ჯგუფი.
(კლასიV, კითხვის დონე-წ.2.
ტექსტის ტიპი-საინფორმაციო-შემეცნებითი;
შემდგენელი-ნენსი პარლსი)
ინტერნეტ რესურსები: ვიდეოფილმი სამფაზიანი გაკვეთილის
შესახებ; ვიკიპედია-სლაიდ შოუ პირმიდებზე და დოკუმენტური ფილმი-„პირამიდები“ (ქართულ
ენაზე).
თვალსაჩინოება-ფიგურა პირამიდა.
|
||||||||||||
11.შეფასება.
|
1.განმავითარებელი შეფასების ფორმები: გრაფიკული სქემები,
ჩამოთვლა, დაწყვილება-გაზიარება, პოსტერები, შეკითხვების დასმა, 3-2-1, პრეზენტაციის
შეფასება.
|
||||||||||||
12.აქტივობების თანამიმდევრობა და დრო.
|
აქტივობა 1.
დრო: 2 წთ.
კითხვის მოტივაციისა და თემისადმი ინტერესის გაღვივების
მიზნით ვიდეო-სლაიდების ჩვენება პირამიდებზე. კითხვების დასმა: რას ხედავთ სურათზე?
გსმენიათ პირამიდების შესახებ? საიდან? როგორ ფიქრობთ რა თემაზე გვექნება დღეს საუბარი,
როგორია თქვენი მოლოდინი?
მოლოდინის
განსაზღვრა
მოლოდინი :
აქტივობა.2.
დრო: 1წთ-2წთ.
მასწავლებლის მიერ გაკვეთილის თემისა და მიზნების
გაცნობა; წასაკითხი წიგნის მიმოხილვა; მოსწავლეთა პასუხები თუ რა განსხვავებაა საინფორმაციო
შემეცნებითსა და მხატვრულ ტექსტებს შორის.
აქტივობა 3.
დრო: 3წთ.
მოსწავლეები ააქტიურებენ თავიანთ ცოდნას. ბარათებზე
წერენ, რა იციან პირამიდის შესახებ, დაუკავშირებენ შესასწავლ საკითხს თავიანთ გამოცდილებასთან.
აქტივობა 4.
დრო:2წთ.
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, ერთმანეთს უზიარებენ
ცოდნას და გამოცდილებას.
აქტივობა 5.
დრო: 6-7 წთ.
პრეზენტაცია.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ნუ გაიმეორებენ ერთსა და იმავე ვარაუდს, ჩამოთვალონ ყველა განსხვავებული მოსაზრება.
პედაგოგი
დაფაზე წერს ყველა პასუხს.
აქტივობა
6.
დრო: 6-7წთ.
მასწავლებელი მოსწავლეთა აქტიურობით და ჩართულობით აკეთებს მოდელირებას, თუ როგორ ხდება ქაოსური მასალის დალაგება, ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზება, ცნების რუკის შედგენა.
აქტივობა.7.
დრო: 7-8წთ.
მასწავლებელი ურიგებს ტექსტებს მოსწავლეებს და სთხოვს გადაათვალიერონ იგი. შემდეგ აცნობს უცნობ
სიტყვებს, ფორმატზე დაწერილს (არტეფაქტი, პანდუსი, სარკოფაგი, ბოჭკოვანი ზონარი..).
შეახსენებს კითხვის სტრტეგიას: მონიშვნებით კითხვა (მაგ: v-ნაცნობი ინფორმაცია, - - გაუგებარი, !-საინტერესოა). მოსწავლეები
მუშაობენ ინდივიდუალურად. მასწავლებელი ყურადღებას აქცევს მათ მუშაობას, ინიშნავს
და საჭიროების დროს ეხმარება.
აქტივობა. 8.
დრო: 8წთ.
ცნების რუკის დაზუსტება.
მასწავლებელი აუხსნის ან აახსნევინებს სხვა მოსწავლეს
გაუგებარ ადგილს (მაგ: რა არის მასტაბა?..) შემდეგ მონაკვეთების მიხედვით მოსწავლეები
გამოყოფენ მთავარ აზრს, ავსებენ და აზუსტებენ ცნების რუკას.
აქტივობა.9.
დრო: 1 წთ.
შეჯამება.
სლაიდების ჩვენება.
მოსწავლეები აჯამებენ, რა ისწავლეს და როგორ.
რუკაზე აჩვენებენ ეგვიპტეს, მდინარე ნილოსის ჩრდილო-დასავლეთ
ნაწილს.
გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას, ემოციებსა და
სურვილს.
აქტივობა. 10.
დრო: 3 წთ.
3-2-1
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას-აქტივობის
ბარათზე დაწერონ 3 რამ, რაც ახალი იყო; 2 რამ
რამაც დააინტერესათ;
1 შეკითხვა, რომელიც გაუჩნდათ ტექსტის წაკითხვის შედეგად.
მასწავლებელი
2-3 მოსწავლეს აკითხებს შესრულებულ დავალებას (2წთ).
აქტივობა.11.
დრო: 1წთ.
შეფასება (განმავითარებელი, შემაჯამებელი) და საშინაო
დავალება-მოიძიონ და წერილობით გასცენ პასუხი იმ შეკითხვებზე, რომელიც გაუჩნდათ ტექსტის
წაკითხვის შედეგად.
დასასრულს ნაწყვეტის ჩვენება დაპირებული ფილმიდან-„პირამიდები“
(1წთ.)
|
შეფასების სქემა
კრიტერიუმი
|
ქულა
|
|
საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გამოვლენა.
|
ვერ ავლენს
|
1-2
|
ნაკლებად ავლენს
|
3-4
|
|
სხვათა მოსაზრებებს იმეორებს.
|
5-6
|
|
გაიაზრებს ტექსტს მოდულის მიხედვით.
|
7-8
|
|
ავლენს ტექსტის დამოუკიდებლად გაგება-გააზრების უნარს.
იყენებს კითხვის სტრტეგიებს.
|
9-10
|
Комментариев нет:
Отправить комментарий