среда, 11 мая 2016 г.

გაკვეთილის გეგმა: გოდერძი ჩეხოლი."ფშაველი გამახარე"

                    გაკვეთილის გეგმა
1.საგნი;
მასწავლებლის სახელი და გვარი.
ქართული ენა და ლიტერატურა;
მთვარისა კიკვაძე
2.სწავლების საფეხური და კლასი.
დაწყებითი:
Vკლასი
3.მოსწავლეთა რაოდენობა
20
4.განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
0
5.გაკვეთილის თემა;


დრო
სამშბლო მთების სიყვარული და სულის სიდიადე
(გოდერძი ჩოხელის „ფშაველი გმახარე“ )

45წთ.
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები.
.გაგება-გააზრების სტრატეგიებისა და გრაფიკული სქემების გამოყენებით ტექსტის ანალიტიკური ანალიზი, კრიტიკული შეფასება;
.სხვადასხვა დანიშნულების წერითი ნამუშევრის შექმნა.
.თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
  
  ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები:
მოსწვლეები გაიაქტიურებენ წასაკითხ ტექსტთან დაკავშირებით არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას, შეადგენენ ასოციაციურ რუკას, ჩამოაყალიბებენ მოლოდინს;  წაიკითხავენ ტექსტს გაწაფული კითხვის, ტექნიკის სრულყოფის მიზნით; გამოიყენებენ მართული კითხვის სტრატეგიებს: სათაურისა და ილუსტრაციების მიხედვით ვარაუდების გამოთქმა, პაუზებით კითხვა; დაახასიათებენ პერსონაჟს, იმსჯელებენ არგუმენტირებულად, გაავლებენ პარალელებს, გამოიტანენ დასკვნას, გამართავენ დისკუსიას, გამოხატავენ მწერლის მთავარი სათქმელის მიმართ საკუთარ პოზიციასა და დამოკიდებულებას; გამოიყენებენ გრაფიკულ სქემებს, გაიმდიდრებენ ლექსიკას, ამოიცნობენ ტექსტის ტიპს, მხატვრულ ენობრივ მახასიათებლებს, შეასრულებენ წერით დავალებებს, განივითარებენ თანამშრომლობით უნარ-ჩვევებს.
7.ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი (შედეგები და ინდიკატორები)
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქ.V.1.4.
მოსწავლე ავლენს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყის უნარს.
.ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
.მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთხარ დამოკიდებულებას ამათუ იმ პერსონაჟთან დაკავშირებით;
.ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
მიმართულება:კითხვა
ქ.V .2.2.
მოსწავლე ავლენს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
.ავლებს პარალელს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან;
.აფასებს ნწრმოებში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან;
.ამოიცნობს და ასახელებს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს.
ქ.V.2.3.
ამოიცნობს ტექსტის ენობრივ თავისებურებებს.
ქ.V.2.4.
მოსწავლე იყენებს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას.
მიმართულება:წერა
ქ.V.3.2.
მოსწავლე განსზღვრავს წერითი დავალების ამოცანას და ირჩევს შესაბამის სტილს;


8.გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები/სწავლების სტრატეგიები.
ასოციაციური რუკა , სათაურისა და ილუსტრციების მიხედვით ვარაუდების გამოთქმა, პაუზებით კითხვა/ვარაუდების სქემა, გაწაფული კითხვის აქტივობა, დისკუსია, ვიზუალური სქემების შევსება: სიტყვის/ცნების რუკა (ვარიანტი 4, მოდიფიცირებული სახით), პერსონაჟის რუკა (ვარიანტი 1), პარალელების გავლება/კავშირების დამყარება, ერთსიტყვიანი რეზიუმე,  გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე, აქტივობის ბარათები, პოსტერები.
9.მუშაობის ფორმები.
მთელი კლასი, ჯგუფური, ინდივიდუალური.
დაჯგუფების პრინციპები:
საკლასო განმავითარებელი შეფასების შედეგები და საშინაო დავალების ანალიზი (ერთდონიანი ჯგუფები-მაღალი, საშუალო ან დაბალი მოსწრების მქონე მოსწვლეები და შერეული ჯგუფები).
10.აქტივობების თანამიმდევრობა და დრო.
I ფაზა-წაკითხვამდე
აქტივობა 1. მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესის სტიმულირება და ტექსტთან მუშაობისათვის.
დრო: 3  წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით აჩვენებს ფშავის მთების ხედებსა და ფილმ „ლუკას სახარების“ ფინალს, რომელშიც მთების ლამაზი სურათია მოცემული;
გააქტიურებს წინარე ცოდნასა და გამოცდილებას. მოსწავლეთა პასუხების გათვალისწინებით შეადგენს ასოციაციურ რუკას:


მთა
ექო
სილამაზე
დასვენება
მთამსვლელობა
ვაჟკაცობა.
....და ა.შ.
 


















აქტოვობა 2. მოსწავლეთა მოლოდინის ჩამოყალითება;
                      თემისა და მიზნის გაცნობა;
                       შეფასების კრიტერიუმების წარდგენა;
                      დრო: 2 წთ.
აქტივობა 3. წასაკითხი ტექსტის მიმოხილვა;
                     მოსწავლეთა გამოწვევა: რა ვიცით გოდერძი ჩოხელის შესახებ (სურათის ჩვენება, რუკაზე ფშავის მდებარეობის მოხაზ-
ვა).
დრო: 2წთ.
აქტივობა 4. ლექსიკური მუშაობა;
დრო:1 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს ამუშავებს მნიშვნელოვან და რთულ ლექსიკურ ერთეულებზე (სულის მზე, ტივლები, თავპირჩამოშლილები, საფარტენესავით ჰკიდია...), რომლებსაც ტექსტში შეხვდებიან.
აქტივობა 5. კითხვის სტრატეგიების შეხსენება.
დრო: 2 წთ.
   მასწავლებელი მოსწავლეებს გაახსენებინებს კითხვის სტრატეგიებს. სთხოვს გადაათვალიერონ ტექსტი და ილუსტრციებზე და სატაურზე დაყრდნობით გამოთქვან ვარაუდი რის შესახებ იქნება მოთხრობილი ტექსტში. შემდეგ შეახსენებს გაკვეთილზე გამოსაყენებელ კითხვის სტრატეგიას-პაუზებით კითხვა და ვარაუდების გამოთქმა.

II ფაზა-კითხვის დროს.
აქტივობა 6. ტექსტთან მუშაობა.
დრო: 15 წთ.
მასწავლებელი ტექსტს ყოფს მონკვეთებად. იყენებს სქემას:

                   პაუზებით კითხვა/ვარაუდების გამოთქმა
მონაკვეთები
როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?
რა მინიშნება გაქვთ საამისოთ?
სინამდვილეში რა მოხდა?
I მონაკვეთი
დასაწყისი -დან...








გაწაფული კითხვის ტექნიკის სრულყოფის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს აკითხებს მონაკვეთებს და ყურდღებას ამახვილებინებს სიზუსტეზე, სიჩქარესა და გამომსახველობით წკითხვაზე. თითოეულ მონაკვეთს აანალიზებენ ცალცალკე, ბოლოს შეაჯამებენ ტექსტს.

I მონაკვეთი-ტექსტი დასაწყისიდან ვიდრე „გუდებს უფრო ახლოს აწყობს ერთმანეთთან“.
მოსწავლეთა პასუხების გათვალისწინებით მსწავლებელი შეავსებს სქემის მეორე და მესამე სვეტს, შემდეგ სვამს საანალიზო კითხვებს (პოსტერი: დაუსვი კითხვები შენს თავს):
-ვინ არის გამახარე, საიდანაა იგი?
-სად ხდება მოქმედება?
-რა მიზნით ჩამოვიდა ქალაქში გამახარე?
-პირველი მონაკვეთის მიხედვით როგორ დაახასიათებთ გამახარეს, რა თვისებები გამოიკვეთა? პასუხი დაასაბუთე.
-ჩანს თუ არა ტექსტში ოჯახისა და გამახარეს ურთიერთდამოკიდებულება?

IIმონეკვეთი: “გუდებს უფრო ახლოს აწყობს ერთმანეთთან“ ვიდრე „პასუხს აღარავინ აძლევს“.
   ივსება სვეტი-რა მოხდა სინამდვილეში? შემდეგ მოსწავლეები კვლავ გამოთქვამენ ვარაუდს, რა მოხდება შემდეგ და ასაბუთებენ, რტომ ფიქრობენ ასე.
მასწავლებელი კლასს უსვამს შეკითხვებს:
- როგორ იცვლება გამახარე და რას დაასკვნი აქედან?
-როგორია მისი ემოცია?
-რატომ წყევლის თავს?
-როგორ მოახერხეს ყაჩაღებმა გამახარეს დხლიდან გატყუება?

III მონაკვეთი: ტექსტი ბოლომდე.
ივსება სვეტი რა მოხდა სინამდვილეში. მასწავლებელი სვამს კითხვებს:
-რა ემოციებს ამჟღავნებს გამახარე?
-რაზე მეტყველებს გამახარეს ნათქვამი: „კიდევ კარგი რომ დგანან“.
-გააკეთეთ დასკვნა, რა არის მისთვის მთავარი.
-როგორ ფიქრობთ რა ფუნქცია, რა როლი აკისრიათ ტექსტში ყაჩაღებს? მათი რომელი თვისებებია მიუღებელი, დასაგმობი?
-რა არის ავტორის მთავარი სათქმელი?
-როგორია თქვენი დმოკიდებულება პერსონაჟის მიმართ,ავტორის სათქმელის მიართ.

 მასწავლებელი იყენებს პოსტერს დაუკავშირე და მეთოდს გაავლე პარალელი:
1.რა საერთო გაქვს პერსონაჟთან, რას გაიხსენებ შენი ცხოვრებიდან?
2.ხომ არ გაგახსენათ პერსონაჟმა ვინმე?
3.რა გახსენდება სხვა ტექსტებიდან? გაავლე პარალელი.
4.რა გახსენდება გარე სამყაროდან, რეალური მოვლენებიდან?

  მასწავლებელი მოსწავლეებს ამუშავებს ტექსტის მხატვრულ-ენობრივ მხარეზე. სვამს კითხვებს:
-რა ტიპის ტექსტი წავიკითხეთ?
-რომელი ნიშნებით მიხვდით ამას?
-რომელი მხატვრული ხერხები გვხვდება ტექსტში? დაასახელეთ მაგალითები.
-მოძებნეთ არალიტერატურული ფშავური კილოს ფორმები.
-როგორ ფორმდება (იწერება) დიალოგი?
- შინაარსის მიხედვით რა  და რა სახის წინადადებაა გამოყენებული ტექსტში?
-დააკვირდით რთულ სიტყვებსა და მათ მარტლწერას. დაასახელეთ ტექსტიდან მაგალითები.
-თქვენ შედგენილი გაქვთ ლექსიკონები. მათში შესატანად რომელ ახალ და საინტერესო სიტყვებს ან ფრაზებს აირჩევდით ტექსტიდან?

აქტივობა 6. ერთსიტყვიანი რეზიუმე
დრო: 1წთ.
მოსწავლეები შეჯამების მიზნით ასახელებენ სიტყვებს, მასწავლებელი დაფაზე წერს მათ. აირჩევენ იმას, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს მწერლის სათქმელს.

აქტივობა 7. ცოდნის ტრანსფერი: სხვადასხვა სახის წერითი დავალების შესრულება.
დრო: 5 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ოთხ-ხუთკაციან ჯგუფებად დონეების მიხედვთ და აძლევს აქტივობის დიფერენცირებულ დავალებებს აქტივობის ბარათების გამოყენებით, აკეთებს სათანადო ინსტრუქტაჟს.
I ჯგუფი.
უნარები: გაგება-გააზრება, წერა.
აქტივობის ბარათი-ავტორმა თქვა: მე ვამბობ. ცხრილის პირველ სვეტში ამოწერეთ ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მეორე სვეტში ახსენი როგორ გესმის.

ავტორმა თქვა
მე ვამბობ





II ჯგუფი.
უნარები: მიხვედრა, დასკვნების გამოტანა, წერა.
აქტივობის ბარათი-პერსონაჟის  რუკა 1.
პერსონაჟი
ჩემი დამოკიდებულება.
თვისება
თვისება

თვისება

 






დასაბუ-თება.
დასაბუ-თება.

დასაბუ-თება.

 




III ჯგუფი.
უნარები: გაგება-გააზრება, კრიტიკული შეფასება, წერა.
მისწერე წერილი პერსონაჟს ესაუბრე მისი ქმედებების, ფიქრებისა და გრძნობების შესახებ.
VI  ჯგუფი.
უნარები: ლექსიკური მარაგი, წერა.
აქტივობის ბართი-სიტყვის/ცნების რუკა.
სიტყვა ცადაზიდული


განმარტება
სინონიმი


ანტონიმი
ფრაზა/წინადადება ტექსტიდან


მოსწავლის ფრაზა/წინადადება
მაგალითი/ასოციაცია






ილუსტრაცია/ურათი(ნახატი)

V ჯგუფი.
უნარები: ლექსიკური მარგი, წერა.
აქტივობის ბარათი-დახატე რვეულში მზე. მზის გულში ჩაწერე სიტყვა „მთა“.





აქტივობა 8. პრეზენტაცია
დრო: 5-6 წთ
აქტივობა 9. მინი დისკუსია თემაზე: „სამშობლო განა მარტო ლამაზი მთებია? „
დრო: 2-3 წუთი.

აქტივობა 10. 3-წუთიანი წერა: გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე.
დრო: 3 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს აქტივობის ბარათებს-გამოხმაურება წაითხულ ტექსტზე.
მოსწავლეები ინდივიდუალურად წერენ თავიანთ შთაბეჭდილებას მოთხრობის შესახებ.

აქტივობა 11. პრეზენტაცია
დრო: 2წთ.
2-3 მოსწავლე კითხულობს დაწერილ შთაბეჭდილებას (დანარჩენების ნაწერს მასწავლებელი ჩაიბარებს და შემდნეი გაკვეთილისთვის შეაფასებს.).
აქტივობა 12. საშინაო დავალების მიცემა
დრო: 1 წთ.
.მოიძიონ ინფორმაცია გოდერძი ჩოხელის შესახებ
.ინტერვიუ პერსონაჟთან (შენი საყვარელი მოთხრობიდან შეარჩიე ერთ-ერთი პერსონაჟი, მოამზადე მასთან ინტერვიუ. ჩამოაყალიბე შეკითხვები და დაწერე პერსონაჟის პასუხები, რომლებიც შენი აზრით, შეესაბამება მის მოქმედებას.).

აქტივობა 13.
დრო: 1 წთ.
მოსწავლეები შეფასდებიან როგორც განმავითარებელი ასევე მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასებით.

აქტივობა 14.
დრო: 1 წთ.
გაკვეთილი დასრულდება ხალხური სიმღერის მოსმენით ( „მთაზე ავალ და დავძახებ, სიმღერს ომახიანსა, არ ვაქელვინებ სამშობლოს ჩემსა მტერს ოხერტიალსა“... ), რომელსც ფანდურზე შეასრულებს მოსწავლე (ფონი: ფილმი „ამბავი ივანე კოტორაშვილისა“ - ფინალი).


                    
11.რესურსები.
ტექსტი: გოდერძი ჩოხელი. „ფშაველი გამახარე“.
კლასი V
კითხვის დონე -5.1
ტექსტის ტიპი-მხატვრული (თხრობითი)


სასწვლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებიტ საფეხურზე“.

ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები.

ინტერნეტრესურსები:  ვიკიპედია-გოდერძი ჩოხელის ბიოგრფია.
                                         Google.com-ფშავის მთების სურათები.
                                        Youtube.com-ფილმი „ლუკას სახარება” და        „ამბავი ივანე კოტორაშვილისა“.






                                         

  შეფასების სქემა
1.ქულა და კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
დავალების მიზნის გცნობიერება და მომზადებული მასალის შესაბამისობა.
მიზანი არ აქვს გაცნობიერებული, მასალა არ აქვს მომზადებული.
მიზანი კარგად არ აქვს გააზრებული, მასალა შეუსაბამო და მწირია.
მიზანი არასრულყოფილად აქვს გააზრებული, შედარებით მწირი და არასაკმარისი მასალა აქვს მომზადებული.
მიზანი აქვს გაცნობიერებული, მასალა კარგად აქვს მომზადებული და სატანადოდ იყენებს.
მიზანი კარგად აქვს გაცნობიერებული, მომზადებული აქვს მრავალფეროვანი მასალა.
თეზისის გამყარება არგუმენტებით
არ ააქვს არგუმენტები
აქვს ერთი ან ორი არგუმენტი, მაგრამ ისინი ვერ ამყარებენ თეზისს.
არგუმენტები მოჰყავს მაგრამ ვერ ამყარებენ თეზისს.
არგუმენტები ამყარებენ თეზისს, მაგრამ აკლია დამაჯერებლობა.
არგუმენტები ამყარებენ თეზის და მსჯელობა დამაჯერებელია.
ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გამოვლენა
საერთოდ ვერ ავლენს.
მხოლოდ სხვათა მოსაზრებებს იმეორებს.
აზროვნება ტრაფარეტულია.
აანალიზებს ტექსტს მოდულის მიხედვით.
ტექსტის ანალიზისას ავლენს დამოუკიდებელი აზროვნების, ინტერპრეტაციის უნარს.
შემოქმედებითობა.
ვერ ავლენს.
ნაკლებად ავლენს.
ავლენს შემოქმედებით უნარს მხოლოდ შედარებით იშვიათად.
ხშირად ავლენს შემოქმედებით უნარს.
შემოქმედებითია, აქვს პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ვერსიები.
მეტყველების კულტურა და ენობრივ-გრამატიკული ნორმების დაცვა.
ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულს წესებს, თუმცა უჭირს გაამრთულად საუბარი.
იცავს მარლთმეტყველების წერსებს, მაგრამ გამართულად ვერ საუბრობს.
მეტყველებს გამართულად, იყენებს მართებულ ენობრივ -გრამატიკულ ფორმებს.
გამართულად მეტყველებს. შემოქმედებითად იყენებს ლექსიკასა და ენობრივ საშუალებებს.