1. პროექტის სახელწოდება: „ყველანი ღვთის შვილები ვართ!''
2.პროექტის მთავარი იდეა: 2012 წლის 3 დეკემბერი გამოცხადდა შშმ პირთა დღედ,რომლის გამოხმაურებაა აღნიშნული პროექტი. მისი მთავარი იდეაა ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და სიყვარულის ქადაგება.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი მეტად აქტუალურია, რადგან დღეს, 21-ე საუკუნეში,ყოველდღიური ცვლილებების, ტექნიკური პროგრესისა და ცხოვრების უსწრაფესი ტემპით განვითარების პირობებში,ადამიანთა ურთიერთსიყვარულსა და თანადგომის გამოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა ჩვენც, კომპიუტერებს მიჯაჭვულები, არ ვიქცეთ ცივი გონების მქონე მანქანებად. ჩვენ გვერდით ბევრი ადამიანია, რომელთაც რაიმე ავბედითი შემთხვევისა თუ სხვა მიზეზთა გამო შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და საზოგადოებაში ინტეგრირებას, მხარში დგომას, სიკეთითა და სიყვარულით მოპყრობას, თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას ითხოვენ.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდა; სამოქალაქო განათლება; მარადიული ფასეულობებისა და ღირებულებების ( სიყვარული, ერთგულება, ნდობა, მეგობრობა, ჰუმანიზმი...) გამოკვეთა; შშმ პირთა თვითშეფასების ამაღლება;მოსწავლეთა კვლევა-ძიების, შემოქმედებითი უნარების განვითარება; ცოდნის დონის ამაღლება.
5.მონაწილეთა ასაკი: V-X კლასის მოსწავლეები.
6.ვადები/ ხანგრძლივობა: 1-6 დეკემბერი, 2012 წელი.
7.მოსალოდნელი შედეგები: ამაღლდება მოსწავლეთა და შშმ პირთა თვითშეფასება, ზნეობა, ურთიერთსიყვარული და პატივისცემა; ამაღლდება ასევე მოსწავლეთა სამოქალაქო განათლება, ემპათიური ,თანამშრომლობითი, მასალის დამოუკიდებლად მოძიებისა და შემოქმედებითი უნარები.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი,დიდი და პატარა ზომის ფორმატის ქაღალდები, ფერადი ფურცლები,მარკერები, ბუშტები, იასამნისფერი ლენტი.
9.პროექტის მსვლელობა:
I აქტივობა
მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას აღნიშნული დღის შესახებ.
მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ თემებს, რომელთაგან ირჩევა თემა: „ყველანი ღვთის შვილები ვართ!"
IIაქტივობა
მასწავლებელი მიზნობრივად, მისწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით აყალიბებს საპროექტო ჯგუფს;
III აქტივობა
პროექტის გეგმის შემუშავება;
IVაქტივობა
ჯგუფში მოვალეობის გადანაწილება;
Vაქტივობა
მზადება;
VI აქტივობა
პრეზენტაცია (2012 წლის 3 დეკემბერი)
განხორციელებული აქტივობები:
1.ბუკლეტების დამზადება ფერადი ქაღალდებისაგან და მათი გავრცელება ( 2012 წლის 3 დეკემბერი -- შშმ პირთა დღე)
ყველანი ღვთის შვილები ვართ. სხვა რომ გაათბო, თავად შენში უნდა იყოს მზე.
„...უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს,რათა ილოცოთ მისთვის, დაეხმაროთ მას, ამით სიყვარულს გვასწავლის.
ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია..."
ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს."
( ბერი გაბრიელი );
2.ყველა დამსწრისა და მონაწილისათვის იასამნისფერი ლენტის( შშმ პირთა დღის აღმნიშვნელი ემბლემა) გულზე დამაგრება;
3.ღონისძიების გახსნა მასწავლებლის შესავალი სიტყვით;
4.კონფერენცია- „შეიცან თავი შენი";
5.მოსწავლეთა ნახატ- ნამუშევრების გამოფენა- დათვალიერება ( მათ შორის შშმ მქონე პირებისაც);
6.კადრების ჩვენება გადაცემებიდან: „იმედის გმირები", „პროფილი", „ფონდი „იავნანა";
7.ბერი გაბრიელის ქადაგებების წაკითხვა;
8.ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია: „ გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!"
9.მოძღვრის ქადაგება, კითხვა-პასუხი;
10.გზავნილი მთელი კაცობრიობისადმი_ იასამნისფერი ბუშტების( შიგ მოთავსებული გზავნილით) ცაში გაშვება;
11.დასკვნითი ეტაპი_სკოლის დირექტორის მიერ ღონისძიების შემაჯამებელი სიტყვის თქმა.
10.საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,რელიგია.
ქართ.X.3,აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლა.
*ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან;
*უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას;
*გამოყოფს მთავარს, არსებითს;
*გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი.
ქართ.X.მოსწავლე წერს თხზულებას სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
ქართ.VII.მოსწავლე მხატვრულად კითხულობს ლექსს, პროზაულ ტექსტს, იგავ-არაკს.
*აფასებს მეტყველებას საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.
ქართ.V.მოსწავლე ავლენს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების უნარს.
*ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს, გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
*ავლენს შემოქმედებითობას.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მთვარისა კიკვაძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mtvarisakikvadze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:mkikvadze.blogspot.com
.