суббота, 9 апреля 2016 г.

გაკვეთილი: საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტზე ( საოცარი პირამიდები)

                                       გაკვეთილის გეგმა
1.გაკვეთილის თემა.
საოცარი პირამიდები
(საიმფორმაციო-შემეცნებითი ტიპის ტექსტი.)
2.სწავლების საფეხური და კლასი.
დაწყებითი;
V კლასი.
3.საგანი;
მასწავლებლის სახელი და გვარი.
ქართული ენა და ლიტერატურა.
მთვარისა კიკვაძე.
4.მოსწავლეთა რაოდენობა.
22.
5.განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწაველთა რაოდენობა და პროფილი.
2 მოსწავლე ბოშაა; კარგად ვერ ფლობენ ქართულ ენას. ესაჭიროებათ გამარტივებულ ტექსტზე მუშაობა, მარტივი კითხვების დასმა და განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მათთვის უცნობ და გაუგებარ სიტყვებზე(მათი მნიშვნელობის დასწავლა, წარმოთქმა, დაწერა და წინადადებაში გამოყენება).
6.გაკვეთილის სასწავლო მიზანი.
.მოსწავლეებმა მოახერხონ ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზება ცნების რუკის გამოყენებით.
.შეძლონ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება მონიშვნებით;
.გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;
.მიღებული ინფორმაცია და ცოდნა გამოიყენონ ზეპირ და წერით აქტივობებში;
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები.
მიმართულება: ზეპირმეტყველება.

ქართ.V.1.1.მოსწავლე აცლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
.ისმენს სხვადასხვა ხასათის საინფორმაციო ტექსტებს და განარჩევს მათში ფაქტებსა და დამოკიდებულებებს;

.მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად სვამს კითხვებს;

ქართ.V.2.1.მოსწავლე გააზრებულად კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.
.ამოიცნობს სტატიის მთავარ თემას;
.წაკითხულის უკეთ გააზრებს მიზნით სვამს კითხვებს;
ქართ.V.2.4.მოსწაველ იყენებს კითხვის სხვადასხვა სტრტეგიას.
მიმართულება, წერა:
ქართ.V.3.1. მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.
.წერისას აქცენტებს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე.
ქართ.V.3.3.მოსწავლე მართებულად იყენებს გრამატიკულ წესებს და იცავს მართლწერის ნორმებს.

8.გამოყენებული მეთოდები.
.ჩამოთვლა, დაწყვილება-გააზრება;
.ცნებების რუკა;
.ტექსტების წაკითხვა მინიშვნებით;
.3-2-1.
9.მუშაობის ფორმა.
მთელი კლასი, წყვილები, ინდივიდუალური.
10.რესურსი.
G-PRIED-ის სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული; (კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე); მოსწავლის წიგნი-საოცარი პირამიდები-ავტორთა ჯგუფი.
(კლასიV, კითხვის დონე-წ.2.
ტექსტის ტიპი-საინფორმაციო-შემეცნებითი;
შემდგენელი-ნენსი პარლსი)
ინტერნეტ რესურსები: ვიდეოფილმი სამფაზიანი გაკვეთილის შესახებ; ვიკიპედია-სლაიდ შოუ პირმიდებზე და დოკუმენტური ფილმი-„პირამიდები“ (ქართულ ენაზე).
თვალსაჩინოება-ფიგურა პირამიდა.
11.შეფასება.
1.განმავითარებელი შეფასების ფორმები: გრაფიკული სქემები, ჩამოთვლა, დაწყვილება-გაზიარება, პოსტერები, შეკითხვების დასმა, 3-2-1, პრეზენტაციის შეფასება.
12.აქტივობების თანამიმდევრობა და დრო.
აქტივობა 1.
დრო: 2 წთ.
კითხვის მოტივაციისა და თემისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით ვიდეო-სლაიდების ჩვენება პირამიდებზე. კითხვების დასმა: რას ხედავთ სურათზე? გსმენიათ პირამიდების შესახებ? საიდან? როგორ ფიქრობთ რა თემაზე გვექნება დღეს საუბარი, როგორია თქვენი მოლოდინი?
 მოლოდინის განსაზღვრა
მოლოდინი : 


აქტივობა.2.
დრო: 1წთ-2წთ.
მასწავლებლის მიერ გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა; წასაკითხი წიგნის მიმოხილვა; მოსწავლეთა პასუხები თუ რა განსხვავებაა საინფორმაციო შემეცნებითსა და მხატვრულ ტექსტებს შორის.
აქტივობა 3.
დრო: 3წთ.
მოსწავლეები ააქტიურებენ თავიანთ ცოდნას. ბარათებზე წერენ, რა იციან პირამიდის შესახებ, დაუკავშირებენ შესასწავლ საკითხს თავიანთ გამოცდილებასთან.
აქტივობა 4.
დრო:2წთ.
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას.
აქტივობა 5.
დრო: 6-7 წთ.
პრეზენტაცია.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ნუ გაიმეორებენ ერთსა და იმავე ვარაუდს, ჩამოთვალონ ყველა განსხვავებული მოსაზრება. 
  პედაგოგი დაფაზე წერს ყველა პასუხს.
  აქტივობა 6.
დრო: 6-7წთ.
მასწავლებელი მოსწავლეთა აქტიურობით და ჩართულობით აკეთებს მოდელირებას, თუ როგორ ხდება ქაოსური მასალის დალაგება, ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზება, ცნების რუკის შედგენა.

პირამიდა


მდებარეობა

ფორმა,აგებულება.

ეგვიპტეშია...
...

მთასავითაა..
 










დანიშნულება

ფარაონებს კრძალავდნენ..მოთავ-სებულია სარკოფაგეები..

და სხვა..

მშენებლები
 










აქტივობა.7.
დრო: 7-8წთ.
მასწავლებელი ურიგებს ტექსტებს მოსწავლეებს და   სთხოვს გადაათვალიერონ იგი. შემდეგ აცნობს უცნობ სიტყვებს, ფორმატზე დაწერილს (არტეფაქტი, პანდუსი, სარკოფაგი, ბოჭკოვანი ზონარი..). შეახსენებს კითხვის სტრტეგიას: მონიშვნებით კითხვა (მაგ: v-ნაცნობი ინფორმაცია, - - გაუგებარი, !-საინტერესოა). მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად. მასწავლებელი ყურადღებას აქცევს მათ მუშაობას, ინიშნავს და საჭიროების დროს ეხმარება.
აქტივობა. 8.
დრო: 8წთ.
ცნების რუკის დაზუსტება.
მასწავლებელი აუხსნის ან აახსნევინებს სხვა მოსწავლეს გაუგებარ ადგილს (მაგ: რა არის მასტაბა?..) შემდეგ მონაკვეთების მიხედვით მოსწავლეები გამოყოფენ მთავარ აზრს, ავსებენ და აზუსტებენ ცნების რუკას.
აქტივობა.9.
დრო: 1 წთ.
შეჯამება.
სლაიდების ჩვენება.
მოსწავლეები აჯამებენ, რა ისწავლეს და როგორ.
რუკაზე აჩვენებენ ეგვიპტეს, მდინარე ნილოსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს.
გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას, ემოციებსა და სურვილს.
აქტივობა. 10.
დრო: 3 წთ.
3-2-1
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას-აქტივობის ბარათზე დაწერონ 3 რამ, რაც ახალი იყო; 2 რამ  რამაც დააინტერესათ;
1 შეკითხვა, რომელიც გაუჩნდათ ტექსტის წაკითხვის შედეგად.
  მასწავლებელი 2-3 მოსწავლეს აკითხებს შესრულებულ დავალებას (2წთ).
 აქტივობა.11.
დრო: 1წთ.
შეფასება (განმავითარებელი, შემაჯამებელი) და საშინაო დავალება-მოიძიონ და წერილობით გასცენ პასუხი იმ შეკითხვებზე, რომელიც გაუჩნდათ ტექსტის წაკითხვის შედეგად.
დასასრულს ნაწყვეტის ჩვენება დაპირებული ფილმიდან-„პირამიდები“ (1წთ.)




                                           





                                                   შეფასების სქემა
                              კრიტერიუმი
ქულა
საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გამოვლენა.
ვერ ავლენს
1-2
ნაკლებად ავლენს
3-4
სხვათა მოსაზრებებს იმეორებს.
5-6
გაიაზრებს ტექსტს მოდულის მიხედვით.
7-8
ავლენს ტექსტის დამოუკიდებლად გაგება-გააზრების უნარს. იყენებს კითხვის სტრტეგიებს.
9-10





















суббота, 5 марта 2016 г.

სამოდელო გაკვეთილი-საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება ("ტყე")

                                                  გაკვეთილის გეგმა
1.გაკვეთილის თემა
ტყე და ადამიანები
(საინფორმაციო ტექსტი „ტყე“-წაკითხვა,გაგება-გააზრება.)
2.სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი;
V კლასი
3.საგანი;
მასწავლებლის სახელი და გვარი;
ქართული ენა და ლიტერატურა;
მთვარისა კიკვაძე.
4.მოსწავლეთა რაოდენობა;
22
5.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონდე მოსწავლეთა რაოდენობა და ფროფილი.
2 მოსწავლე (ბოშა;  ქართულიი ენის არასაკმარისად ფლობა.);
საჭიროება-მარტივი ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება; მარტივი კითხვების დასმა.  მათთვის გაუგებარ ლექსიკურ ერთეულებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება. უცნობი სიტყვების წარმოთქმა, დაწერა და დასწავლა.
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები.
საიმფორმაციო ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება;
კითხვის სტრატეგიების გამოყენება;  ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა; თანამშრომლობითი უნარების განვითარება;
          მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას ტყის შესახებ, გამოთქვამენ ვარაუდს, ჩამოაყალიბებენ მოლოდინს, დაუკავშირებენ შესასწავლ ტექსტს თავის გამოცდილებას და გარემოს.
         გაიხსენებენ და გამოიყენებენ საიმფორმაციო ტექსტზე მუშაობის სტრატეგიას, კერძოდ, ნიშანთა სისტემით კითხვას, შეავსებენ სქემას: სიტყვის პირამიდას, ასოციაციურ რუკას, იმუშავებენ ტესტებზე, შეასრულებენ წერით დავალებას, გააკეთებენ ნახატის პრეზენტაციას, იმუშავებენ ლექსიკაზე-უცხო სიტყვების ახსნა-გამოყენება („დაკარგული სიტყვები“ ), შეავსებენ აქტივობის ბარათებს, შეაჯამებენ ნასწავლს, გამართავენ დისკუსიას, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას და გააკეთებენ დასკვნას.
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები.
მიმართულება ზეპირმეტყველება:
   ქართ.V 1.1.მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
    .ისმენს სხვდასხვა ხასიათის საიმფორმაციო ტექსტებს და განარჩევს მათში ფაქტებსა და დამოკიდებულებებს;
          
 .მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად სვამს კითხვებს.
  ქართ. V
1.2. მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
მიმართულება კითხვა:
ქართ. V 2.1. მოსწავლე გააზრებულად კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.
 
.ამოიცნობს სტატიის მთავარ თემას;
 .წაკითხულის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს.
   ქართ. V 2.4. მოსწავლე იყენებს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას.
       მიმართულება წერა:
ქართ. V 3.1.მოსწავლე ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტს.
ქართ. V 3.3. მოსწავლე მართებულად იყენებს გრამატიკულ წესებს და იცავს მართლწერის ნორმებს.

8.სწავლების სტრატეგიები.
კითხვა ნიშანთ სისტემით, კითხვა-პასუხი, დისკუსია, გონებრივი იერიშის სქემა, სიტყვის პირამიდა.
9.მუშაობის ფორმები
მთელ კლასთან, ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილებში მუშაობა.
10.აქტივობების თანამიმდევრობა და დრო
I ფაზა
აქტივობა 1
  მოსწავლეთა განწყობის შექმნისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ისტ-ის გამოყენებით ხალხური სიმღერის „ტყე შეუნახე შვილებსა“  (ნაწყვეტი) და ტყის ხმაურის ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა, ტყის ლამაზი ხედების ნახვა.
დრო: 2 წთ.
ვისაუბროთ ტყის მნიშვნელობაზე...
 
მოლოდინი
 
  აქტივობა 2 მოსწავლეთა გამოწვევა
დრო: 3 წთ.
 კითხვების დასმა: 1.რომელ სიბრძნეს შთაგვაგონებს ხალხური სიმღერა?  2. როგორ გესმით „მამა ხარ, შენი ვალია“? 3.რატომ უნდა დავიცვათ ტყე (სიმღერის მიხედვით ) ? 4.როგორია თქვენი მოლოდინი დღევანდელი გაკვეთილის მიმართ?
  მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდს, მოლოდინს. კეთდება გონებრივი იერიშის სქემა.
                          






აქტივობა 3. გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა.
წინარე ცოდნის გააქტიურება.
დრო: 4წთ.
 
და ა.შ.
 
აჯანსაღებს გარემოს
 
ასუფთავებს ფაერს
 
აშენებენ
სახლებს
 
ამზადებენ ავეჯს
 
ტყე
 
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემასა და მიზანს, იყენებს პოსტერს, ამოწმებს, რამდენად გამართლდა თუ გამართლდება მოსწავლეთა ვარაუდი თუ მოლოდინი გაკვეთილის დასასრულამდე. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ადგენინებს ასოციაციურ რუკას.















მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაუკავშირონ შესასწავლი საკითხი თავიანთ გამოცდილებასა და გარემოს, გაიხსენონ რაიმე ამბავი ტყესთან დაკავშირებით რეალური ცხოვრებიდან ან მხატვრული ნაწარმოებიდან.

აქტივობა 4. წასაკითხი ტექსტის მიმოხილვა, ლექსიკურ ერთეულებზე  მუშაობა, კითხვის სტრატეგიებზე მუშაობა.
დრო: 4 წთ.
 მასწავლებელი აღნიშნავს, რომ შესასწავლი ტექსტი საინფორმაციო ხასიათისაა. სვამს კითხვას: რა განსხვავებაა საინფორმაციო და მხატვრულ ტექსტებს შორის? მოსწავლეებს უხსნის რთულ ლექსიკურ ერთეულებს, მაგალითად, ლანდშაფტი, ეკოლოგია, კონსტიტუცია, ჰექტარი, კატასტროფა, მიკროორგანიზმი (იყენებს პოსტერს); შეავსებინებს სიტყვის პირამიდას ,მაგალითად, ლანდშაფტი:
 











ამის შემდეგ მოსწავლეები გაიხსენებენ საინფორმაციო ტექსტის კითხვის სტრატეგიას-კითხვა ნიშანთა სისტემით, რომელსაც მასწავლებელი ადგენს მოსწავლეებთან შეთანხმებით, მაგალითად, v -ვიცი, +-გავიგე, --ვერ გავიგე, ?-ჩნდება კითხვა,
!-ეს მნიშვნელოვანია ან ეს საინტერესოა.
 
 II ფაზა
 აქტივობა.5. ტექსტის წაკითხვა და მონიშვნა
დრო: 4 წთ.
 მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს აქტივობის ბარათებს აღნიშნული ტექსტით („ტყე“ ), აძლევს ინსტრუქციას. მოსწავლეები ტექსტის გასწვრივ თავისუფალ არეზე აკეთებენ აღნიშვნას ზემოთ მოცემული ნიშნების მიხედვით.

 აქტივობა 6. დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე
დრო:2 წთ.
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში; უზიარებენ, ათანხმებენ აზრს, ეხმარებიან ერთმანეთს გაუგებარი ადგილის გაგებაში.

აქტივობა 7. ტექსტზე მუშაობა
დრო:4 წთ.
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან ნიშანთა სისტემის მიხედვით, პირველ რიგში, რა ვერ გაიგეს, შემდეგ რა კითხვები გაუჩნდათ, რა მიაჩნიათ მნიშვნელოვნად ან საინტერესოდ, რა გაიგეს და რა იცოდნენ.

აქტივობა 8. ჯგუფური მუშაობა
დრო: 4 წთ.
მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს 4-5 კაციან ჯგუფებად და ურიგებს ტექსტის გასააზრებელ აქტივობის ბარათებს (ქვიზებს). თითოელი ჯგუფი წარმოადგენს პასუხებს.
კითხვები: 1.რატომ არის მნიშვნელოვანი ხეების დარგვა გზატკეცილების პირას?  
2.რატომ უწოდებენ ტყეს დედამიწის ფილტვებს?
3.რას ნიშნავს სიტყვა „ეკოლოგია“?
ა)ქვეყნის ეკონომიკურ ვითაარებას;
ბ)ცოცხალ ბუნებაში არსებულ ურთიერთ კავშირს;
გ)ტყეს, ცხოველებსა და ფრინველებს;

4.როგორია საქართველოს ტყის სახეობრივი შემადგენლობა?
ა) წიწვოვანი და ფოთლოვანი;
ბ) ფოთლოვანი და შერეული;
გ) წიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული;

5. რატომ და რისთვის უნდა დავიცვათ ტყე?
6.რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი?
ა)მოგვაწოდოს ინფორმაცია ტყის სილამაზეზე;
ბ)მოგვაწოდოს ინფორმაცია ტყის სარგებლობაზე;
გ)მოგვაწოდოს ინფორმაცია სამკურნალო მცენარეების შესახებ:

   აქტივობა 9. ჯგუფური მუშაობა
დრო: 5 წთ.
   მასწავლებელი აჯგუფებს ბავშვებს დონეების მიხედვით და აძლევს დიფერენცირებულ დავალებებს, რათა ახალი ცოდნა გამოიყენონ სხვადასხვა კონტექსტში: შემოქმედ მოსწავლეთა ჯგუფს-დაწერონ თხზულება: რას ფიქრობ ტყე? შეასრულონ ნახატი; სხვა ჯგუფებს ეძლევათ აქტივობის ბარათები: დაკარგული სიტყვები (იპოვონ და წინადადებებში ჩასვან შესაბამისი სიტყვები), შეავსონ სიტყვის პირამიდა, დააწყვილონ სკივრსა და კალათში მოთავსებული საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები ანტონიმები და მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები სინონიმები (ტყის თემასთან დაკავშირებული).

აქტივობა 10. პრეზენტაცია
დრო: 5 წთ.
 აქტივობა 11. მინიდისკუსია
დრო:  3 წთ.
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს წმინდა ილია მართალის სიტყვებს:  „ ტყის მოვლა-გაშენება და დაცვა- ეს არ არის რომელიმე კერძო პირის საქმე, ეს მთელი ერის საქმეა; ვისაც მამულისთვის გული არ შესტკივა, ის, რასაკვირველია, ხეებს უღმერთოდ გააჩანაღებს, გაკაფავს და ცეცხლასც კი წაუკიდებს“. შეახსენებს სრულიად საქართეველოს კათალიკოს პატრიარქის კურთხევას-დარგე ხე.
სვამს კითხვას; უნდა მოიჭრას თუ არა ხეები?   
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას, მსჯელობენ არგუმენტირებულად, გამოხატავენ თავიანთ პოზიციას და გამოაქვთ დასკვნა: ხე უნდა მოიჭრას ისე, რომ არ დაირღვეს კანონი და კანონზომიერება.

 აქტივობა 12. შეჯამება
დრო: 3 წთ.
მოსწავლეები შეაჯამებენ და შეაფასებენ მუშაობის შედეგებს, რა ისწავლეს, როგორ?
მასწავლებელი ისტ-ის გამოყენებით აჩვენებს სლაიდშოუს-ტყე და ადამიანი: 1.ტყეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის;
2.აჯანსაღებს ჰაერს;
3.გვაძლევს სამკურნალო მცენარეებს;
4.იცავს ნიადაგს;
5.გვაძლევს ხის მასალას;
6.გვანიჭებს ესთეთიკურ სიამოვნებას;
7.ტყე ჩვენი სიმდიდრეა. მას ადამიანი უნდა იცავდეს და უფრთხილდებოდეს.

 აქტივობა 13. საშინაო დავალების მიცემა
დრო. 1 წთ.
1.      დამატებითი იმფორმაციის მოძიება ტყის შესახებ.
2.      წერითი დავალება: თავისუფალი თხზულება-ტყე სიცოცხლის წყარო.
 აქტივობა. 14. შეფასება-მიმდინარე განმავითარებელი და       მიმდინარე განმსაზღვრელი.
დრო: 1 წთ.

11.შეფასება
1.განმავითარებელი შეფასებს ფორმები: ტექსტის გაგება გააზრების ტესტი, სხვადასხვა სახის დავაალება (სიტყვის პირამიდის აგება, დაკარგული სიტყვები, წერითი დავალების შესრულება-რას ფიქორბს ტყე), საკლასო დისკუსია, პრეზენტაციის შეფასება, დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე.
2.მიმდინარე შემაჯამებელი
12.რესურსები
კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული.
.თავი 6. გაგება-გაარება. გვ.207-290
.
დანართი. ვიზუალური სქემები და გრაფიიკული ორგანიზატორები. გვ. 349-411
ბმული: http://kargiskola.ge/teacher.php#

              
https://ka.wikipedia.org/wiki/ტყე
         (ინტერნეტ რესურსები)
             
























        საშინაო და საკლასო დავალებების შეფასების სქემა
1.ქულა და კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
დავალების მიზნის გცნობიერება და მომზადებული მასალის შესაბამისობა.
მიზანი არ აქვს გაცნობიერებული, მასალა არ აქვს მომზადებული.
მიზანი კარგად არ აქვს გააზრებული, მასალა შეუსაბამო და მწირია.
მიზანი არასრულყოფილად აქვს გააზრებული, შედარებით მწირი და არასაკმარისი მასალა აქვს მომზადებული.
მიზანი აქვს გაცნობიერებული, მასალა კარგად აქვს მომზადებული და სატანადოდ იყენებს.
მიზანი კარგად აქვს გაცნობიერებული, მომზადებული აქვს მრავალფეროვანი მასალა.
თეზისის გამყარება არგუმენტებით
არ ააქვს არგუმენტები
აქვს ერთი ან ორი არგუმენტი, მაგრამ ისინი ვერ ამყარებენ თეზისს.
არგუმენტები მოჰყავს მაგრამ ვერ ამყარებენ თეზისს.
არგუმენტები ამყარებენ თეზისს, მაგრამ აკლია დამაჯერებლობა.
არგუმენტები ამყარებენ თეზის და მსჯელობა დამაჯერებელია.
ტექსტის გაგება-გააზრების უნარის გამოვლენა
საერთოდ ვერ ავლენს.
მხოლოდ სხვათა მოსაზრებებს იმეორებს.
აზროვნება ტრაფარეტულია.
აანალიზებს ტექსტს მოდულის მიხედვით.
ტექსტის ანალიზისას ავლენს დამოუკიდებელი აზროვნების, ინტერპრეტაციის უნარს.
შემოქმედებითობა.
ვერ ავლენს.
ნაკლებად ავლენს.
ავლენს შემოქმედებით უნარს მხოლოდ შედარებით იშვიათად.
ხშირად ავლენს შემოქმედებით უნარს.
შემოქმედებითია, აქვს პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ვერსიები.
მეტყველების კულტურა და ენობრივ-გრამატიკული ნორმების დაცვა.
ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულს წესებს, თუმცა უჭირს გაამრთულად საუბარი.
იცავს მარლთმეტყველების წერსებს, მაგრამ გამართულად ვერ საუბრობს.
მეტყველებს გამართულად, იყენებს მართებულ ენობრივ -გრამატიკულ ფორმებს.
გამართულად მეტყველებს. შემოქმედებითად იყენებს ლექსიკასა და ენობრივ საშუალებებს.
ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა
არ მონაწილეობს.
თითქმის არ მონაწილეობს.
მონაწილეობს მხოლოდ პასიურად.
აქტიურად მონაწილეობს და სხვებსაც უბიძგებს აქეთკენ.
აქტიურად მონაწილეობს, გამოთქვამს მნიშვნელოვან მოსაზრება, ცდილობს, ჯგუფში ყველამ იმუშაოს.